თბილისის ვ. კომაროვის №199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის №41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლების მე-7 კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა შესარჩევი გამოცდა
- 20 ივნისი, 2016
ვ. კომაროვის სახელობის თბილისის №199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის სახელობის №41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლები იწყებენ მოსწავლეთა მიღებას.
ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მე-7 კლასში.
მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს დაწყებითი საფეხური, გამოცდისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდებზე:rnwww.naec.ge და online.naec.ge 20 ივნისიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე.
ტესტირება მათემატიკაში ჩატარდება 2016 წლის 22 ივლისს შემდეგ საგამოცდო ცენტრებში:
ქ.თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის შენობაში (მისამართი: კოსტავას №77);
ქ. ქუთაისში, ანდრია რაზმაძის № 41 ფიზიკა-მათემატიკურ საჯარო სკოლაში (მისამართი: რუსთაველის ქ. № 127).
რეგისტრაციის გასავლელად მოწავლეები საგამოცდო ცენტრებთან 14:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა ან პირადობის დამადასრურებელი დოკუმენტი.
ტესტური დავალებების მომზადებასა და გამოცდის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.